ჩოხატაურში ავტომობილი მდინარეში გადავარდა - არის მსხვერპლი

შემთხვევის დროს ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.
Sputnik
თბილისი, 15 მაისი - Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლამდე ასაკის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. იუწყება „გურია ნიუსი“.
ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის რაიონში, ნაბეღლავის გზაზე გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი მდინარეში გადავარდა.
მომხდარი დაადასტურა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში, გელა კოროშინაძემ. მისი ინფორმაციით, შემთხვევის დროს ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.
წყარო - „გურია ნიუსი“.