ხაშურში ავარიაში დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა

ავტომობილს, რომელიც მოზარდს დაეჯახა, 18 წლის ახალგაზრდა მართავდა და ის მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.
Sputnik
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 13 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა.
მათივე ინფორმაციით, ავტომობილი, რომელიც ბავშვს დაეჯახა, დიდი სისწრაფით მოძრაობდა და მას ხაშურში მკვიდრი 18 წლის ახალგაზრდა მართავდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მოზარდი ხაშურში, „ევექსის“ კლინიკაში გადაიყვანა. ბავშვის თბილისის კლინიკაში გადაყვანა იგეგმებოდა, მაგრამ მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ეს ვერ მოხერხდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.