თბილისი, 14 მაისი — Sputnik. სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იანეთში გაუჩინარებული 60 წლის მამაკაცის ცხედარი მდინარე გუბისწყალში იპოვეს. ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს.
დავით ჯიბაშვილი 8 მაისს დილით საქონლის სამწყემსად წავიდა, თუმცა საღამოს სახლში აღარ დაბრუნებულა. სამძებრო სამუშაოებში საგანგებო მართვის სამსახური და მაშველები მალევე ჩაერთვნენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედარი მაშველებმა იმ ადგილას აღმოაჩინეს, სადაც მისი ჩანთა იყო ნაპოვნი. მათივე ვარაუდობენ, შესაძლოა მამაკაცს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა.
ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება.
წყარო - „გურია ნიუსი“