კარალეთიდან ერგნეთის საგუშაგომდე გარე განათების სისტემა მოეწყო

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სადაც დღემდე გარე განათების სისტემა არ ყოფილა, 500-ზე მეტი განათების წერილი დამონტაჟდა.
Sputnik
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში სოფელ კარალეთიდან ერგნეთის საგუშაგომდე გარე განათების სისტემა მოეწყო. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 20 კილომეტრამდე საპროექტო მონაკვეთი, რომელიც კარალეთიდან ჩრდილოეთისკენ მიემართება, საავტომობილო გზას მიუყვება. ის ჩაუვლის ძევერას და ქიწნისს, ჰკვეთს ტყვიავს, გაივლის ორი სოფლის - ტირძნისსა და ბროწლეთს შორის და სრულდება ერგნეთში.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დღემდე გარეგანათების სისტემა არ ყოფილა. ამ ეტაპზე სულ 578 განათების წერილის მონტაჟი განხორციელდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, გარეგანათების სისტემა მოსახლეობის თხოვნით მოეწყო.