მომღერალი ნუცა ბუზალაძე კვლავ დუბაიშია. როგორც იცით, მან დუბაის თეატრთან კონტრაქტს მოაწერა ხელი და იქ კვირაში რამდენჯერმე ბენდის თანხლებით მუსიკალურ საღამოებს მართავს.
ნუცამ ბინაც იქირავა და მას საკუთარი გემოვნებით აწყობს. ახლახან მომღერალმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც, როგორც თავად წერს, ფრანგული „ვოისის“ გამარჯვებულთან Slimane-თან ერთად არის გადაღებული.
სიმპათიურ მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოს მალევე მოჰყვა გამოხმაურება ნუცას ხელმომწერებს შორის. „მეამაყები, ჩემო ნუცა“, – უწერენ მომღერალს.