ყვითელი ამბები

მონაკოს პრინცი მეუღლეს წელიწადში 10 მილიონ ევროს იმ პირობით გადაუხდის, თუ...

Sputnik
მონაკოს პრინცი ალბერი მზადაა მეუღლეს, პრინცესა შარლენს წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუ ის განქორწინებაზე უარს იტყვის. ინფორმაციას გამოცემა „ვოისი“ ავრცელებს და დასძენს, რომ კონტრაქტში შედის შარლენის საჯარო გამოსვლებიც.
ანუ პრინცესა იძულებული იქნება, დღესასწაულებსა და საჯარო გამოსვლების დროს პრინც ალბერისა და შვილების გვერდით გამოჩნდეს.
მასმედიაში წერენ, რომ ეს პირობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შარლენისთვის, რომელიც მძიმე დეპრესიას ებრძვის. გარდა ამისა, მას დამოუკიდებლობა სურს და ამისთვის ფინანსურ უზრუნველყოფას ითხოვს. შესაბამისად, აღნიშნული შეთავაზება, სავარაუდოდ, წყვილისთვის ერთნაირად მომგებიანი იქნება.