ჯონი დეპის ყოფილმა მეუღლემ ემბერ ჰერდმა ამჯერად გარეშე პირებიც ჩართო ბრძოლაში და საკმაოდ ხმამაღალი განცხადებაც გააკეთა, რომელმაც, შესაძლოა, ჯონი დეპს კიდევ ერთი უსიამოვნო დარტყმა მიაყენოს.
ჰერდმა პროცესზე განაცხადა, რომ დეპი ყოფილ შეყვარებულზე კეიტ მოსზეც ძალადობდა და ერთხელ ის კიბიდან დააგორა.
„ჯონმა კეიტს ხელი ჰკრა და კიბეებზე დააგორა. ეს ამბავი ორი განსხვავებული ადამიანისგან გავიგე და ამის მოსმენა საშინელება იყო“, – თქვა ჰერდმა.
სავარაუდოდ, აღნიშნული განცხადების შემდეგ დაკითხვაზე 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოდელს კეიტ მოსსაც დაიბარებენ. კეიტ მოსსა და ჯონი დეპს ოთხწლიანი ურთიერთობა აკავშირებდათ, ისინი 1997 წელს დაშორდნენ ერთმანეთს. იმ პერიოდში არაერთხელ წერდა დასავლური მედია იმის შესახებ, რომ დეპი-მოსი საკმაოდ ხმაურიანი წყვილი იყო და ხშირად ჩხუბობდნენ.
დეპი იმ პერიოდშიც აქტიურად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელსა და ნარკოტიკულ ნივთიერებებს. მეტიც, 1994 წელს მსახიობი წესრიგის დარღვევისა და ნომერში ნივთების დაზიანების გამო დაკავებულიც კი იყო.