მსოფლიო დღეს

აშშ-ისა და რუსეთის თავდაცვის უწყებების პირველ პირებს შორის კომუნიკაცია შედგა

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა
Sputnik
თბილისი, 13 მაისი - Sputnik. რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და პენტაგონის ხელმძღვანელ ლოიდ ოსტინს შორის სატელეფონო საუბარი პარასკევს შედგა.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს რიგი აქტუალური საკითხები, მათ შორის საერთაშორისო უსაფრთხოება და უკრაინაში არსებული სიტუაცია.
„მინისტრი ოსტინი მინისტრ შოიგუს 18 თებერვლის შემდეგ პირველად ესაუბრა. მინისტრმა ოსტინმა შოიგუს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა და ასევე კომუნიკაციის შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი“, - განაცხადა პენტაგონის პრეს-სპიკერმა ჯონ კერბიმ.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთთან მიმართებით ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.