ყვითელი ამბები

„TV პირველის“ წამყვანს ვიკა ბუკიას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს
Sputnik
ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და თხოვს დაინტერესდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლის მუქარის შემცველი შეტყობინებებით მის მიმართ.
როგორც ირკვევა, ვინმე Giorgi Giorgi ჟურნალისტს წერს, რომ ის და მისი თანაწამყვანი გადაცემაში „პირველი ხაზი“ წითელ ხაზს არ გადაცდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში იციან მათი მისამართები და სადარბაზოში იპოვნიან დაჩეხილს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან უკვე დაუკავშირდნენ.