საქართველომ საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

M&I Europe Spring 2022-ის მონაწილეებისათვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს.
Sputnik
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ესპანეთში, ქალაქ სევილიაში გამართულ ფორუმში M&I Europe Spring 2022 მიიღო მონაწილეობ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. .
საქმიანი ტურიზმის სფეროში ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმზე საკონვენციო და საგამოფენო ბიურო წევრ კომპანიებთან ერთად იყო წარდგენილი.
M&I Forum–ის ღონისძიებები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში 15 წელია იმართება და თითოეულ ფორუმს ასზე მეტი დანიშნულების მართვის ორგანიზაცია, სასტუმრო, სხვადასხვა ქვეყნის საკონვენციო ბიურო და ტურიზმის საბჭო ესწრება.
M&I Europe Spring 2022-ის მონაწილეებისათვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს საქართველოში საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ.