ყვითელი ამბები

„გავვარდი, ცრემლები წამომივიდა, მაკიაჟი ჩამომედღლიზა“ - რა შეემთხვა სალომე გოგიაშვილს?

სალომე გოგიაშვილი უცნაურ შეთხვევასთან დაკავშირებით საუბრობს
Sputnik
ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი რომ წყალს არ სვამს, ამის შესახებ მან შარშან პრესაში გააჟღერა თუ არა, მაშინვე განსჯის საგანი გახდა. როგორც სალომე „პრაიმტაიმთან“ ამბობს, ის გაუწყლოებას არ უჩივის, იღებს სხვა სახის სასმელებს და პირად კოსმეტოლოგს აოცებს კიდეც.
„მკვრივი კანი მაქვს, უწყლობა მაინც ვერაფერს აკლებს. ჩემი კოსმეტოლოგი ისტერიკაში ვარდება, რანაირად ხარ უწყლოდო? მე დღეში ოთხ ლიტრს ვსვამ, კანს ვუვლიო, მაგრამ შენ რომ გიყურებ, ვხვდები, ეს არ არის მთავარიო. წყალს საერთოდ არ ვიღებ. რომ ვხედავ, იმაზეც ცუდად ვხდები. იმ დღეს გადაცემაში წინ დამიდგეს წყლის ჭიქა და გულისრევის შეგრძნება დამეწყო. ვერავინ მიხვდა, რა მჭირდა. გავვარდი, ცრემლები წამომივიდა, მაკიაჟი ჩამომედღლიზა“, - ამბობს სალომე გოგიაშვილი.
მისი თქმით, არც ერთი მისი მეგობარი მისი თანდასწრებით წყალს არ სვამს, რადგან მაშინვე გული ერევა.
„ვიღაცამ მკითხა, ბანაობის დროსაც გული გერევაო? არა, ბანაობით ვბანაობ, უბრალოდ ვერ ვსვამ“, - ამბობს სალომე.