მსახიობმა პაატა გულიაშვილმა მეგობრის, ნიკოლოზ წულუკიძის ვაჟს, პატარა კიტა წულუკიძეს ლექსი მიუძღვნა და სოციალურ ქსელში ატვირთა.
„დარი ბინდში გაიხლართა,
სულში ბზარი ახალი,
შენს ბაგეზე თოვლი დადნა,
ცრემლად მოდის ზამთარი,
დამხობილა სევდა ლხინთან,
ვერ უშველა ბრმა არის,
სამოთხეში ჩიტი გალობს, აქ ემღერა რა არის?
სანუგეშო დარჩა რამე?
იქნებ ეგეც არ არის?
ჩუ, ნუ სტირი, გაიხარე,
ამბავია ახალი, მიფრენილა ანგელოზად, უფალს უზის კალთაში!“
ცნობილ ტელეწამყვანს ნიკოლოზ წულუკიძეს წლინახევრის შვილი რამდენიმე დღის წინ დაეღუპა – ბავშვი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა.