ყვითელი ამბები

„მაქვს კონტაქტი ადამიანებთან, რომლებსაც უცხო ცივილიზაციებთან ურთიერთობა აქვთ“- ლაზარიშვილი

მუსიკოსი ლევან ლაზარიშვილი არამიწიერ ცივილიზაციებზე საუბრობს
Sputnik
მომღერალი ლევან ლაზარიშვილი აცხადებს, რომ არსებობენ არამიწიერი ცივილიზაციები, რომლებსაც დედამიწის მცხოვრებლებთან კონტაქტი უნდათ.
„რუსეთს, ამერიკას და სხვა სახელმწიფოებს ამაზე ინფორმაცია აქვთ და გვიმალავენ, რადგან ამ ეტაპზე მიიჩნევენ, რომ კაცობრიობა ამისთვის მზად არის. მე მაქვს კონტაქტი იმ ადამიანებთან, რომლებსაც უცხო ცივილიზაციებთან ურთიერთობა აქვთ. ასტრალში გასვლა შეუძლიათ ადამიანებს, ანუ სხეულიდან ნაწილობრივ გასვლა შეუძლია ჩვენს სულს. ჩვენი პატრიარქი რასაც ხილვას ეძახის, ეს არის ასტრალში გასვლა. ცნობიერება და აზროვნება გვინარჩუნებდა სხეულის გარეშეც და წარმოდგენა, რომ გვგონია, ადამიანის ტვინი აზროვნებს, ასე არ არის“, - ამბობს მუსიკოსი.
მისი თქმით, ტვინი კი არა, ადამიანის სული აზროვნებს და ადამიანების სხეულში ჩასახვის მიზანი ის არის, რომ ამ სხეულით წავიღოთ სხვა სამყაროში ის ცოდნა, რაც აქ შევიძინეთ.

„ამ სამყაროდან ხომ მხოლოდ ცოდნა მიგვაქვს და არა – მატერიალური შენაძენი. ბინის კრედიტს რომ ვიხდით 20 წელი, მერე ვკვდებით და ის ბინა ვერსად მიგვაქვს, ასეთი ცხოვრება არასწორია“, - ამბობს ლაზარიშვილი.