საქართველო „ევროვიზია 2022“-ზე: Circus Mircus 12 მაისს გამოვა

საქართველოს „ევროვიზია 2022“-ზე წარადგენს ჯგუფი Circus Mircus სიმღერით Lock Me In.
Sputnik
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ჯგუფი Circus Mircus-ი, რომელიც საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე „ევროვიზია 2022“ საქართველოს წარადგენს, მსმენელის წინაშე 12 მაისს მეორე ნახევარფინალში წარდგება.
იტალიის ქალაქ ტურინში 10 მაისს „ევროვიზია 2022“-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართა. 17 მონაწილე-ქვეყნიდან ფინალის საგზური ათმა მოიპოვა. ესენია: ლიეტუვა, შვეიცარია, უკრაინა, ნიდერლანდები, მოლდოვა, პორტუგალია, ისლანდია, საბერძნეთი, სომხეთი და ნორვეგია.
ბენდი Circus Mircus-ი კონკურზე შეასრულებს სიმღერას Lock Me In - მუსიკოსები მეხუთე ნომრით გამოვლენ.
მეორე ნახევარფინალში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ფინეთის, ისრაელის, სერბეთის, აზერბაიჯანის, მალტას, სან-მარინოს, ავსტრალიის, კვიპროსის, ირლანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ჩერნოგორიის, ბელგიის, შვედეთისა და ჩეხეთის წარმომადგენლები.
მუსიკალური კონკურსის ფინალი 14 მაისს გაიმართება. კონკურსზე ადგილები, ტრადიციულად, წინასწარ „დაბევებული“ აქვთ დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, ესპანეთს, იტალიას და საფრანგეთს. 66-ე საერთაშორისო კონკურსში წელს 40 ქვეყნის კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას.
იტალიამ უკვე ორჯერ უმასპინძლა „ევროვიზიის“ კონკურსს – ნეაპოლში (1965) და რომში (1991). ამჯერად კი „ევროვიზიის“ მასპინძლობის უფლება ქალაქმა ტურინმა მოიპოვა –2021 წლის მაისში როტერდამში იტალიური ჯგუფი Maneskin-ის გამარჯვების წყალობით (სიმღერა Zitti e Buoni).