ფილმის ტრეილერი უკვე გამოვიდა და 59 წლის ტომ კრუზი ფაქტობრივად ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც 36 წლის წინ.
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ტომი შესანიშნავ ფორმაშია. გასულ წელს საზოგადოება კრუზის გარეგნობამ შოკში ჩააგდო – როგორც ჩანს, მან ინექციურ კოსმეტოლოგიას მიმართა და ფილერი გაიკეთა. თუმცა მოგვიანებით მსახიობმა ბუნებრიობა არჩია და შედეგიც სახეზეა.
„საუკეთესო მსროლელი: მავერიკი“ დიდ ეკრანებზე 27 მაისს გამოვა. შეგახსენებთ, პირველი ნაწილი 1986 წელს გადაიღეს და მან კინოგაქირავებიდან 356 მილიონი დოლარი მოიტანა.