მსოფლიო დღეს

რუსეთის მთავრობა 2022 წელს სარეზერვო ფონდის ზრდას ელოდება

რუსეთის მთავრობის სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და ფედერალური დანიშნულების ღონისძიებების დაფინანსებისთვის შეიქმნა
Sputnik
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. რუსეთში მთავრობის სარეზერვო ფონდი ნავთობგაზის დამატებითი შემოსავლების ხარჯზე 791,6 მილიარდი რუბლით გაიზრდება, იუწყება РИА Новости მინისტრთა კაბინეტის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.
„მთავრობის სარეზერვო ფონდი 791,6 მლრდ რუბლით გაიზრდება. განკარგულებას ამის შესახებ ხელი მოეწერა. სახსრები ამოქმედდება, მათ შორის, იმ ღონისძიებების რეალიზაციისთვის, რომლებიც მიმართულია გარეშეზღუდვების პირობებში ეკონომიკის სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. სარეზერვო ფონდის გაზრდის წყაროა 2022 წელს მიღებული დამატებით შემოსავლები ნავთობ–გაზიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობის უფლება, განკარგოს ეს სახსრები, გამყარებულია შესწორებებით კანონში ბიუჯეტის აღსრულების მახასიათებლების შესახებ, რომელიც პრეზიდენტმა 2022 წლის მარტში დაამტკიცა, ნათქვამია განცხადებაში.
„ეს უფლებამოსილება მინისტრთა კაბინეტს საშუალებას მისცემს, სწრაფი და მოქნილი რეაგირება მოახდინოს ეკონომიკაში სიტუაციის ცვლილებაზე“, – აღნიშნულია მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.
რუსეთის მთავრობის სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და ფედერალური დანიშნულების ღონისძიებების დაფინანსებისთვის შეიქმნა, რომელიც არაა გათვალისწინებული კანონში ფედერალური ბიუჯეტის შესახებ შესაბამის ფინანსურ წელზე. თანხები ფონდიდან, როგორც წესი, მიმართულია სოციალური მიზნებისთვის.