ყვითელი ამბები

„კიდევ უფრო ხელს უწყობს სიტუაციის დამძიმებას...“ - რამ შეაწუხა ნინი ბადურაშვილი?

ნინი ბადურაშვილი განცხადებას ავრცელებს
Sputnik
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი, რომელიც გამოცდილი მძღოლია და საკუთარი მანქანით ხშირად გადაადგილდება, საცობების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ თბილისში გადაადგილება უკვე შეუძლებელია.
„არ ვიცი, ბოლო დროს კიდევ უფრო რატომ დამძიმდა თბილისში მოძრაობა და საცობის ხარისხი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პატარა ქალაქში უკვე შეუძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში თავისუფლად გადაადგილება. შუქნიშნები კიდევ უფრო ხელს უწყობს სიტუაციის დამძიმებას“, - ამბობს მომღერალი.
მისი თქმით, ძალიან კარგი იქნება, თუ მთელ ქალაქში საპატრულო დაარეგულირებს ამ საგიჟეთს და არა ვითომ ჭკვიანი შუქნიშნები.