ყვითელი ამბები

„ეჭვიანობის სცენები მომიწყო და თვითმფრინავში წიხლი ჩამარტყა“ - ემბერ ჰერდის ჩვენება

მორიგ პროცესზე ემბერ ჰერდმა 2014 წელს მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.
Sputnik
მსახიობის განცხადებით, ჯონი დეპი ჯეიმს ფრანკოს ვერ იტანდა და ვერც ახლა იტანს, ხოლო მას ის ფრანკოსთან რომანში ადანაშაულებდა და ეჭვიანობის სცენებს ხშირად უწყობდა.
ყვითელი ამბები
„მისტერ დეპის სასქესო ორგანო რომ მენახა, აუცილებლად მემახსოვრებოდა“ - ჯონი დეპის მცველი

„ის ჯეიმსს ვერასდროს იტანდა და ბრაზობდა, რომ მასთან ერთად ფილმში მონაწილეობაზე დავთანხმდი. ჩვენ თვითმფრინავში ვიყავით და ავსტრალიიდან მოვფრინავდით, როდესაც მან ეჭვიანობის სცენები მომიწყო და ფრანკოსთან რომანში დამადანაშაულა. უეცრად წელში დარტყმა ვიგრძენი, მან წიხლი ჩამარტყა. მე იატაკზე დავვარდი, მახსოვს, დიდხანს ვეგდე და თვითმფრინავის იატაკს ვუყურებდი“, – იხსენებს ჰერდი.

გასულ წელს მსახიობი ჯეიმს ფრანკო ჩვენების მისაცემად დაიბარეს. ორივე მხარის უფლებადამცველები ფრანკოს ჰკითხავენ, შენიშნა თუ არა ემბერის სხეულზე ძალადობის კვალი, თუმცა ამ დრომდე უცნობია, მისცა თუ არა ჩვენება ფრანკომ.
თავად ფრანკოს რამდენიმე ქალი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.