„ღამის შოუს“ ბენდის წევრი, ბაბი კირკიტაძე აცხადებს, რომ პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს და ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა იმის შესახებ, რომ შეყვარებული ჰყავდა.
„ერთი წლის წინ ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი, შეყვარებული ვარ-მეთქი, ვინაობა არ მითქვამს, მაგრამ ისე მოხდა, რომ მალე დავშორდით. ჩემი გამომწერებისთვის პირადი თემა დახურული მაქვს. იმიტომ არა, რომ რაღაცებს ვმალავ, იმიტომ, რომ ვთვლი, პირადი სივცრე პირადია“, - აცხადებს მომღერალი ჟურნალ „სარკესთან“.
მისი თქმით, ეს მის ცხოვრებაში ჯერჯერობით ერთადერთი სიყვარული იყო.