მსოფლიო დღეს

გეგმავს თუ არა რუსეთი ევროპის ქვეყნების საელჩოების დახურვას? საგარეო უწყების განმარტება

ჩვენ არ დაგვიწყია დიპლომატიური ომი, განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
Sputnik
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. დასავლეთის მხრიდან პოტენციური არამეგობრული ნაბიჯების საპასუხოდ რუსეთი არ გეგმავს ქვეყანაში ევროპის ქვეყნების საელჩოების დახურვას, ასეთი საქციელი რუსულ ტრადიციებში არ ჯდება, განუცხადა РИА Новости-ს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ.

„ეს ჩვენს ტრადიციებში არ ჯდება. ამიტომაც ჩვენ ვთვლით, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობა მნიშვნელოვანია“, – ასეთი პასუხი გასცა გრუშკომ მისთვის დასმულ კითხვას, დასავლეთის ქვეყნების არამეგობრული ნაბიჯებისა და სანქციების ფონზე შესაძლებელია თუ არა ევროპული დიპლომატიური წარმომადგენლობების დახურვა რუსეთში.

„ჩვენ არ დაგვიწყია დიპლომატიური ომი, გაძევებების კამპანია“, – განაცხადა გრუშკომ.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.
წყარო: РИА Новости