ყვითელი ამბები

პოპულარულ მომღერალ ნიკ კეივს მეორე ვაჟიც გარდაეცვალა

Sputnik
ავსტრალიელი მუსიკოსის ნიკ კეივის უფროსი შვილი, მოდელი და ფოტოგრაფი ჯეტრო ლეზენბი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად მუსიკოსმა გაავრცელა.
„დიდი მწუხარებით ვადასტურებ, რომ ჩემი შვილი ჯეტრო გარდაიცვალა“, – განაცხადა 64 წლის კეივმა.
ჯერჯერობით კეივის ვაჟის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ცნობისათვის, ჯეტრო რამდენიმე თვის წინ დედაზე თავდასხმის გამო დააკავეს.
მანამდე, 2015 წელს ნიკ კეივს 15 წლის ვაჟიც გარდაეცვალა. ის კლდიდან გადავარდა.