გასულ თვეში 67 წლის ცნობილ მსახიობს ბრიუს უილისს „თავის ტვინის დეგენერაციული აფაზიის“ დიაგნოზი დაუსვეს. დაავადების გამო მან სამსახიობო კარიერა დაასრულა.
თუმცა აფაზია განაჩენი არ არის, ბრიუსი და მისი ოჯახი დანებებას არ აპირებენ, ისინი ცდილობენ ჩვეული ცხოვრების გაგრძელებას.
ცოტა ხნის წინ ბრიუსის ქალიშვილს 8 წელი შეუსრულდა, მოსიყვარულე მამამ ვიდეო გაავრცელა, სადაც შვილს გორგოლაჭებზე სიარულს ასწავლის. უილისის გვერდზე სოციალურ ქსელში ყოფილ ცოლთან დემი მურთან გადაღებული სახალისო ვიდეოც დაგხვდებათ. ისინი ცეკვავენ და ბევრს ხალისობენ.