ახალქალაქში მამაკაცი დაჭრეს: პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 36 წლის მამაკაცი თანასოფლელმა დაჭრა.
შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 60 წლამდე მამაკაცმა თანასოფლელს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხჯერ ესროლა, შემდეგ კი დანით ორი ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილ მამაკაცს ადგილობრივ კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, შემდეგ კი თბილისში „ვივამედის“ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილობრივების თქმით, დაჭრილი მამაკაცი რუსეთში ცხოვრობს და იგი საქართველოში დაახლოებით ერთი კვირის წინ დაბრუნდა.
სამართალდამცველებმა დამნაშავე „ცხელ კვალზე“ დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.