წვიმა მთელი ქვეყნის მასშტაბით: 10 მაისის ამინდის პროგნოზი

თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დღეს ნაწილობრივ ღრუბლიანი და ქარიანი ამინდი ელოდებათ.
Sputnik
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. უამინდობა საქართველოში გრძელდება – ქვეყნის მასშტაბით დღეს, 10 მაისს კვლავ ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
დღეს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 12-19 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 10 მაისს თბილისში ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 10 გრადუსი იქნება, დღისით კი პლუს 17 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე წამში 8-13, დროგამოშვებით 17–22 მეტრი იქნება.