თბილისი, 9 მაისი – Sputnik. ქედს ვიხრი ყველა დაღუპულისა და მათ წინაშე, ვინც გადარჩა ამ საშინელ ომში, განაცხადა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ტროფიმოვმა.
სექციის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების პატივსაცემად გურჯაანში მემორიალი-კომპლექსი „ჯარისკაცის მამა“ გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს.
„9 მაისი რუსეთშიც და საქართველოშიც განსაკუთრებული დღეა - ომის დამთავრების დღე. ეს არის საერთო ტკივილის, საერთო ხსოვნის და საერთო სიხარულის დღე. საბჭოთა კავშირმა, რომელშიც მაშინ რუსეთიც და საქართველოც შედიოდა, გამარჯვებისთვის უზარმაზარი ფასი გადაიხადა. ომს 26,6 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა“, - განუცხადა ტროფიმოვმა „Sputnik საქართველოს“.
როგორც მან აღნიშნა, ფრონტზე საქართველოს ყოველი მეხუთე მცხოვრებიც იბრძოდა - არც მეტი არც ნაკლები 700 ათასი, რომელთაგანაც თითქმის ნახევარი შინ არ დაბრუნებულა.
საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის წარმომადგენლებმა "ჯარისკაცის მამის" მემორიალი გვირგვინით შეამკეს
© photo: Sputnik / Stringer
„ქედს ვიხრი ყველა დაღუპულისა მათ წინაშე, ვინც გადარჩა ამ საშინელ ომში! დაიღუპა და გადარჩა იმისათვის, რათა მე და თქვენ დავბადებულიყავით და გვეცხოვრა. ჩემი პატივისცემა ყველა ფრონტის ხაზზე მყოფს, ყველა ვეტერანს! ეს პირველ რიგში მათი დღესასწაული და მათი ხსოვნის დღეა...ომი ყოველთვის სისხლი და სიკვდილია. არავის ვუსურვებ! დაე, ყველას თავზე იყოს მშვიდობიანი ცა“,- აღნიშნა სექციის ხელმძღვანელმა.
საქართველოს ვეტერების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოდან ფრონტზე დაახლოებით 700 ათასიმებრძოლი წავიდა, მათგან შინ მხოლოდ 300 ათასიდაბრუნდა. ათობითათასი პირიდაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირისგმირი გახდა.
მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.
დღეისთვის საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 172 ვეტერანი ცხოვრობს, მათგან 131 – თბილისში.