პუტინი წითელ მოედანზე „უკვდავი პოლკის“ მსვლელობას შეუერთდა

აქცია „უკვდავი პოლკი“ პირველად ტომსკში 2012 წელს გაიმართა.
Sputnik
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსკოვში წითელ მოედანზე გამართულ „უკვდავი პოლკის“ მსვლელობას შეუერთდა.
პუტინი „უკვდავი პოლკის“ მსვლელობას ისტორიული მუზეუმის რაიონში შეუერთდა, იუწყება РИА Новости.
რუსეთის პრეზიდენტი ღონისძიებაში რამდენიმე წელია მონაწილეობს. მსვლელობა შარშან, კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარდა. მაშინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „უკვდავი პოლკი“ წითელ მოედანზე კიდევ გაიმართება.
აქცია „უკვდავი პოლკი“ პირველად ტომსკში 2012 წელს გაიმართა. 2015 წელს „უკვდავი პოლკის“ მსვლელობაში რუსეთში დაახლოებით 12 მილიონმა კაცმა მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ ჩამოყალიბდა საერთო რუსული საზოგადოებრივი სამოქალაქო-პატრიოტული მოძრაობა „რუსეთის უკვდავი პოლკი“.
მოძრაობა „უკვდავი პოლკი“ - ეს არის იმის წარმოჩენის შესაძლებლობა, რომ გამარჯვებულების შთამომავლები არასდროს დაივიწყებენ წინაპრების გმირობას და დიდი გამარჯვების მნიშვნელობას.