ნიკოლოზ ბასილაშვილი რომში ტურნირის მეორე წრეში გადავიდა - ვიდეო

ბასილაშვილმა პირველ მატჩში ბრიტანელი დენიელ ევანსი დაამარცხა
Sputnik
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი რომში Masters-ის სერიის ტურნირის (საპრიზო ფონდი 6.008.725 ევრო) მეორე წრეში გადავიდა.
ბასილაშვილმა (27-ე ადგილი ATP-ს რეიტინგში) პირველ მატჩში დაამარცხა ბრიტანელი დენიელ ევანსი (36-ე ადგილი რეიტინგში) ორ სეტში 7:6 (7:2), 6:2. მატჩი 46 წუთს გაგრძელდა.
განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა პირველი სეტი, რა დროსაც ბასილაშვილი ორჯერ ჩამორჩებოდა მეტოქეს და აგებდა 2:5-ს, თუმცა მან სიტუაციის გარდატეხა შეძლო და ტაი-ბრეიკში ზედიზედ ხუთი ქულა მოიგო.
ტურნირი რომში 16 მაისამდე გასტანს. მისი საპრიზო ფონდი ექვს მილიონ ევროს აღემატება.