მსოფლიო დღეს

მსოფლიო ფასები სურსათზე აპრილში უმნიშვნელოდ შემცირდა - FAO

FAO-ს ინდექსის შემცირება აპრილში, პირველ რიგში, მცენარეულ ცხიმზე ფასების ქვეინდექსის მკვეთრმა დაწევამ, ასევე მარცვლეულზე ფასების ქვეინდექსის უმნიშვნელო შემცირებამ გამოიწვია.
Sputnik
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. მსოფლიო ფასები სურსათზე აპრილში მცირედით შემცირდა მას შემდეგ, რაც მარტში რეკორდს მიაღწია მინიმუმ 1990 წლის შემდეგ, ანუ შესაბამისი ინდექსის გამოთვლის დაწყებიდან, ნათქვამია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პრეს-რელიზში.
FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი — ეს საშუალო შეწონილი მაჩვენებელია, რომელიც საერთაშორისო ფასების დინამიკას აჩვენებს ხუთ ძირითად სასურსათო ჯგუფზე.
FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი აპრილში საშუალოდ 158,5 პუნქტი იყო, რაც 1,2 პუნქტით (0,8%) ნაკლებია მარტში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა 36,4 პუნქტით (29,8%) მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

„FAO-ს ინდექსის შემცირება აპრილში გამოიწვია, პირველ რიგში, მცენარეულ ცხიმზე ფასების ქვეინდექსის მკვეთრმა დაწევამ, ასევე მარცვლეულზე ფასების ქვეინდექსის უმნიშვნელო შემცირებამ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსი, მარტთან შედარებით, აპრილში 5,7%-ით, ანუ 14,3 პუნქტით შემცირდა 237,5 პუნქტამდე. ფასები შემცირდა მზესუმზირის, პალმისა და სოიოს ზეთებზე.
ფასების ინდექსი მარცვლეულზე აპრილში შემცირდა 0,7 პუნქტით, ანუ 0,4%-ით 169,5 პუნქტამდე. ყველაზე მეტად ფასები შემცირდა სიმინდზე (3%), მეცხოველეობაში გამოყენებულ მარცვლეულზე (1,8%). როგორც FAO-ში განმარტავენ, შემცირება მოსავლის არგენტინიდან და ბრაზილიიდან სისტემატურმა შემოტანამ განაპირობა.
„ამავე დროს, ფასების ქვეინდექსები შაქარზე, ხორცსა და რძის პროდუქტებზე ზომიერად იზრდებოდა“, – აღნიშნეს ორგანიზაციაში. ამასთან, „რძის“ ინდექსი ზედიზედ მერვე თვეა იზრდება. აპრილში მან კიდევ 0,9%, ანუ 1,3 პუნქტი მოიმატა და 147,1 პუნქტს მიაღწია.
საქართველოში ინფლაციის დონე იზრდება - ახალი სტატისტიკა>>
ხორცი გაძვირდა 2,2%-ით, ანუ 2,7 პუნქტით რეკორდულ 121,9 პუნქტამდე. ამ ინდექსის შემდგომი გამყარება განაპირობა მსოფლიო ფასების ზრდამ ფრინველის, ღორისა და ძროხის ხორცზე.
ასევე გაიზარდა შაქრის ფასის ინდექსი და 121,8 პუნქტი შეადგინა (ზრდა 3,9 პუნქტით, ანუ 3,3%-ით). შაქრის კოტირების მსოფლიო ზრდას ხელი შეუწყო ფასების ზრდამ ეთანოლზე ბრაზილიაში და დოლარის მიმართ ბრაზილიური რეალის შემდგომმა გამყარებამ.