ქართველმა კომუნისტებმა გორში აქცია გამართეს - ვიდეო

„საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის“ წარმომადგენლებმა 9 მაისს გორში საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მხარს უჭერდნენ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას
Sputnik
საქართველოს კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის - თემურ ფიფიას თქმით, უკრაინის ზოგიერთი მაღალჩინოსნის განცხადებები, რომლებიც ქართულ პოლიტიკას ეხება, ყველა ზღვარს გაცდა და ინფორმაციული ომის ფორმა მიიღო. მომიტინგეებმა ასევე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის სურვილი გამოთქვეს.
„ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის რესურსები და ბაზარი ავითვისოთ, რათა ჩვენი ეკონომიკა და მოსახლეობა კრიზისიდან გამოვიდნენ, პოლიტიკოსები კვლავ წინააღმდეგობისკენ მოუწოდებენ“, - განაცხადა ფიფიამ.
კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა გორის ადმინისტრაციისგან სტალინის ძეგლის აღდგენა მოითხოვეს,მ რომელიც 2010 წელს აიღეს ქალაქის ცენტრალური მოედნიდან.