კიკვიძის პარკში გამარჯვების დღე აღინიშნება - ვიდეო

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიებები კიკვიძის სახელობის ვეტერანთა პარკში გაიმართა
Sputnik
ომის გმირების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად კიკვიძის პარკში მივიდნენ ოფიციალური პირები და ვეტერანები. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მელიტონ ქანთარიას ძეგლთან ყვავილები მიიტანეს, ხოლო ომის ვეტერანებმა მადლიერებისა და მისალოცი სიტყვები წარმოთქვეს.
საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ფრონტზე საქართველოდან 700 ათასი მებრძოლი წავიდა, რომელთაგან სახლში მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა. ათობით ათასმა ქართველმა მიიღო სახელმწიფო ჯილდო, 167 მათგანი საბჭოთა კავშირის გმირიც გახდა. მათ შორის ყველაზე ცნობილია უმცროსი ლეიტენანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993 წწ.), რომელმაც სერჟანტ მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე 1945 წლის მაისში.
დიდი სამამულო ომის ვეტერანთაგან საქართველოში ცოცხალი სულ 172 ვეტერანია.