ჩვენი ვალია მათი ხსოვნა, ვინც ნაციზმი გაანადგურა – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 9 მაისს გამარჯვების აღლუმზე სიტყვით გამოვიდა.
Sputnik
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს განაცხადა, რომ ქვეყანა გამარჯვებული უძლეველი თაობით ამაყობს.
„მსოფლიოს ისტორიაში 1945 წლის 9 მაისი ჩაიწერა, როგორც ჩვენი ერთიანი, ერთ მუშტად შეკრული საბჭოთა ხალხისა და მისი სულიერი სიმძლავრის, უმაგალითო გმირობის ტრიუმფი ფრონტსა თუ ზურგში. გამარჯვების დღე ძვირფასია თითოეული ჩვენგანისთვის. რუსეთში ოჯახი არაა, რომელსაც ეს ომი არ შეეხო“, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, დიდი სამამულო ომის ხოსვნა არ გაფერმკრთალდება.
„ვამაყობთ გამარჯვებული უძლეველი თაობით, იმით, რომ მათი მემკვიდრეები ვართ. ჩვენი ვალია, გვახსოვდეს მათ შესახებ, ვინც გაანადგურა ნაციზმი, ვინც გვიანდერძა ფხიზლად ყოფნა და ყვალეფრის გაკეთება იმისთვის, რომ გლობალური ომის საშინელება არ გამეორდეს“, – განაცხადა პუტინმა.