ყვითელი ამბები

ნიკოლოზ ბასილაშვილი „ემპორიო არმანის“ რეკლამაში გადაიღეს - ვიდეო

ცნობილმა ჩოგბურთელმა ახალი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა
Sputnik
საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირებზე „ემპორიო არმანის“ სპორტული ხაზი EA7 ბრენდის სამოსით ასპარეზობს. ცოტა ხნის წინ ის ბრენდის რეკლამაშიც გამოჩნდა.
ჩოგბურთელმა იტალიურ ბრენდთან ხელშეკრულება გასულ წელს გააფორმა.
აღსანიშნავია, რომ საჩოგბურთო სამყაროში სულ ორი ჩოგბურთელია, ვის ჩაცმაზეც არმანი ზრუნავს. არმანის სპორტული ხაზის სამოსით ასპარეზობს იტალიელი ჩოგბურთელი ფაბიო ფონინი.