თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება

მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობის შეფერხება ტექნიკურმა პრობლემამ გამოიწვია
Sputnik
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერებულია, აცნობეს Sputnik-საქართველოს სატრანსპორტო კომპანიაში.
მეტროს ხაზის გაჩერების მიზეზი ტექნიკური პრობლემაა, რომლის აღმოფხვრაზეც შესაბამისი ჯგუფები უკვე მუშაობენ.
კომპანიის ცნობით, დედაქალაქის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა უახლოეს 10-15 წუთში აღდგება.
სატრანსპორტო კომპანია მომხდართან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.