თბილისი, 8 მაისი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში რამდენიმე დღეა, სტიქიას ებრძვიან, იუწყება „პირველი არხი“.
ძლიერმა წვიმამ მდინარე მტკვრის ადიდება გამოიწვია, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ სოფელში 40-მდე საცხოვრებელი სახლის ეზო და სარდაფი დატბორა.
სოფელი მდინარე მტკვრის სიახლოვესაა. მოსახლეობა სანიაღვრე არხების გაწმენდას და ახალი არხების გაკეთებას ითხოვს.
ადგილობრივების განცხადებით, რამდენიმე წლის წინ მერიამ 500-მეტრდე სანაპირო ზოლი გაამაგრა, თუმცა პრობლემა ამით ვერ მოგვარდა.