გამარჯვების დღის აღსანიშნავად: მოსკოვის მუზეუმის ქართული ექსპონატები

ეს იყო გამარჯვება, რომლისკენაც მიისწრაფოდნენ უზარმაზარი ქვეყნის ადამიანები ყველა რესპუბლიკიდან, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. მერე კი ხალხები ერთმანეთს დაშორდნენ და თითოეულმა თავისი ცხოვრება დაიწყო. მაგრამ გამარჯვება საერთო იყო...
Sputnik

Sputnik Georgia მოსკოვში ეწვია მეორე მსოფლიო ომის ცენტრალურ მუზეუმს და მიაგნო ექსპონატებს, რომლებიც გვახსენებენ საქართველოს წვლილზე დიდი გამარჯვების საქმეში.

გამარჯვების დღის აღსანიშნავად: მოსკოვის მუზეუმის ქართული ექსპონატები

მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი პირველი სიმბოლო იყო სააგიტაციო პლაკატი „დედასამშობლო გვიხმობს!" მისი ავტორი - ქართველი საბჭოთა მხატვარი ირაკლი თოიძე - მუშაობდა „ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციებზე, როდესაც მისი მეუღლე თამარა, რომელმაც „სოვინფორმბიუროს“ შეტყობინება მოისმინა, მის სახელოსნოში შემოვარდა და დაიყვირა: „ომია! .."

გამარჯვების დღის აღსანიშნავად: მოსკოვის მუზეუმის ქართული ექსპონატები

„ამ გამაოგნებელმა ამბავმა მაშინვე გადამრთო პლაკატის შექმნაზე“, - იხსენებდა დღეს უკვე მთელს მსოფლიოში ცნობილი გამოსახულების ავტორი. პლაკატის მრავალმილიონიანი ტირაჟის ერთ-ერთი ეგზემპლარი წარმოდგენილია მოსკოვის გამარჯვების მუზეუმის ისტორიული სიმართლის დარბაზში.

გამარჯვების დღის აღსანიშნავად: მოსკოვის მუზეუმის ქართული ექსპონატები

გაოცებული თავისი მეუღლის სახის გამომეტყველებით, რომელიც ერთდროულად ასახავდა კითხვას, საშინელებას და მოქმედებისთვის მზადყოფნას - ყველაფერს იმას, რასაც გრძნობდნენ მილიონობით დედები, - თოიძემ სთხოვა მას არ განძრეულიყო და დაიწყო ხატვა. რამდენიმე დღეში პლაკატი უკვე დაიბეჭდა და საბჭოთა არმიის ჯარისკაცებთან ერთად მთელი ომი გაიარა.

ასობით ათასი ქართველი წავიდა ფრონტზე (სხვადასხვა შეფასებებით 400-დან 700 ათასამდე), ბევრი ვერ დაბრუნდა (80-დან 300 ათასამდე).

გამარჯვების დღის აღსანიშნავად: მოსკოვის მუზეუმის ქართული ექსპონატები

საბჭოთა კავშირის გმირების რიცხვში დიდების დარბაზის კედლებზე ოთხმოცდაათი ქართული სახელი იკითხება. არცერთი დაღუპული სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე არაა დავიწყებული. ხსოვნის დარბაზის სიჩუმეში ჩამოკიდებულია ორნახევარი მილიონი თითბრის ჯაჭვი, თითოეულის რგოლი - ერთ-ერთია 27 მილიონი სიცოცხლიდან, რომელიც ომს შეეწირა. მათგან ათასობით - ქართულია.

გამარჯვების დღის აღსანიშნავად: მოსკოვის მუზეუმის ქართული ექსპონატები

ფაშისტებმა საქართველოს ტერიტორიაზე ვერ შემოაღწიეს - ბრძოლა კავკასიისთვის 1942 წლის ივლისიდან 1943 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდა, და მასში საბჭოთა კავშირის დამარცხების შემთხვევაში ომის დასასრულიც გადაწყვეტილი იქნებოდა. ამიტომაც ამ ბრძოლას მუზეუმის ექსპოზიციის ცალკე კუთხე მიეძღვნა.

როდესაც გაირკვა, რომ საბჭოთა მეომრები რთულ მთიან პირობებში ვერ უმკლავდებოდნენ გერმანელი ჯარისკაცების შემოტევას, ამიერკავკასიის ფრონტის ნაწილების მოსამზადებლად „სამხედრო ალპინიზმის და სამთოსათხილამურო საქმის სკოლა“ მოეწყო ჯერ მანგლისში, შემდეგ კი ბაკურიანში გადაინაცვლა.

საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენები და ინსტრუქტორები კვეთდნენ ფრონტის ხაზს და ასწავლიდნენ მეომრებს მთაში გადაადგილების, გადარჩენის და ბრძოლის ტაქტიკის ხელოვნებას.

გამარჯვების დღის აღსანიშნავად: მოსკოვის მუზეუმის ქართული ექსპონატები

ოფიცერ-მასწავლებლებს შორის იყო სპორტის დამსახურებული ოსტატი ევგენი აბალაკოვი, რომელიც 1944 წელს მწვერვალ ყაზბეგზე ავიდა, 1945 წელს კი უშბაზე. ცალკე ვიტრინაში წარმოდგენილია მისი პირადი ნივთები - თხილამურები, სამხედრო ალპინისტის ფორმა, ზურგჩანთა და კარავი.

გამარჯვების დღის აღსანიშნავად: მოსკოვის მუზეუმის ქართული ექსპონატები

აბალაკოვი იყო ასევე ავტორი 1942 წელს ბაკურიანის სკოლის ინსტრუქტორების მიერ გამოცემული სამთო-მსროლელი რაზმების წევრების ჯიბის წიგნის - „მებრძოლი მოთხილამურე-ალპინისტის სამახსოვრო“. ამიერკავკასიის ფრონტის მეომრების ნივთებს შორის არის ეს უნიკალური გამოცემაც, რომელშიც წერია: „მოხერხებული მებრძოლი-ალპინისტისათვის მთებში გადაულახავი დაბრკოლება არ არსებობს“.

გამარჯვების დღის აღსანიშნავად: მოსკოვის მუზეუმის ქართული ექსპონატები

ომის უმნიშვნელოვანესი ბრძოლების შესახებ გამარჯვების მუზეუმის დიორამები მოგვითხრობს. ხუთ მათგანზე ძნელად გაარჩევთ ქართველი მონაწილეების კონკრეტულ სახეებს, თუმცა ცნობილია, რომ მოსკოვის მისადგომებთან, სტალინგრადის, კურსკის, ლენინგრადის ბრძოლებში ბევრი ქართველი მონაწილეობდა.

გამარჯვების დღის აღსანიშნავად: მოსკოვის მუზეუმის ქართული ექსპონატები

ბოლო, მეექვსე დიორამაზე - „ბერლინის შტურმი“ - ცენტრშია არიან რუსი და ქართველი ჯარისკაცები ივან ეგოროვი და მელიტონ ქანთარია. ყველასათვის ნაცნობი ფოტოს გარდა, არსებობს ფოტო, სადაც ისინი ჯერ კიდევ თხრილში არიან და მათ დროშას პოლკოვნიკი ზინჩენკო გადასცემს.

გამარჯვების დღის აღსანიშნავად: მოსკოვის მუზეუმის ქართული ექსპონატები

სამგანზომილებიან პანორამაში „ბრძოლა ბერლინისთვის“, რომელიც ეძღვნება ყველას, ვინც ამ კედლებამდე მიაღწია, კარგად ჩანს გზა, რომელიც მათ გაიარეს - ტყვიების და ცეცხლის ქვეშ, დანგრეულ სახლებს შორის. ინსტალაციაში აღდგენილია ზოგიერთი ავტოგრაფი, რომელიც რაიხსტაგის კოლონებზეა დატოვებული. მათ შორის არის ასეთი: „იყო ბერლინში 9.V.45. გალია ჯაში თბილისიდან“

გამარჯვების დღის აღსანიშნავად: მოსკოვის მუზეუმის ქართული ექსპონატები

გამარჯვების დროშის რაიხსტაგის სახურავზე აღმართვის მომენტი აღბეჭდილია ძეგლში „ჩვენ ერთად ვიყავით ფაშიზმის წინააღმდეგ“, რომელიც მუზეუმის მიმდებარე „გამარჯვების პარკის“ ერთ-ერთ ხეივანშია აღმართული.

გამარჯვების დღის აღსანიშნავად: მოსკოვის მუზეუმის ქართული ექსპონატები

ძეგლის შექმნის და დადგმის იდეა მას მერე შეიქმნა, როდესაც 2009 წელს ქუთაისში „მეორე მსოფლიო ომის მებრძოლების ძეგლი“ ააფეთქეს. ძეგლზეა წარწერა: „აღმართულია სახალხო სახსრებით“. კომპოზიციის უკან არის ბარელიეფები სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში არსებული მემორიალების გამოსახულებით, მათ შორის უკვე არარსებული ქუთაისის მემორიალის.

გამარჯვების დღის აღსანიშნავად: მოსკოვის მუზეუმის ქართული ექსპონატები

ხოლო რუსი და ქართველი ჯარისკაცები დროშით ხელში, რომლებიც 76 წლის წინ საერთო გამარჯვების და ხალხების ერთიანობის სიმბოლო გახდნენ, ამ დროშიც გაერთიანების სიმბოლო გახდნენ - ახლა უკვე შთამომავლობის...