ბათუმი-რიგის პირველი რეისი შესრულდა

ავიაკომპანია Air Baltic რიგიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ იფრენს სექტემბრის ბოლომდე.
Sputnik
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. რიგიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ავიარეისი შესრულდა.
Air Baltic-ის თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით, განრიგის მიხედვით 4:05 საათზე დაეშვა. ერთ საათში კი თვითმფრინავი რიგის მიმართულებით გაფრინდა. პირდაპირი რეისით ბათუმს 150-ზე მეტი ტურისტი ესტუმრა.
რამდენიმე დღის წინ აჭარის ტურიზმის დეპარამენტისა და ტურიზმის საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლებმა ლატვიის დედაქალაქში შეხვედრები და პრეზენტაციები გამართეს.
ავიაკომპანია Air Baltic რიგიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ იფრენს სექტემბრის ბოლომდე.
როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, მოთხოვნა ბათუმის მიმართულებაზე მაღალია როგორც ლატვიაში, ისე ესტონეთსა და ლიეტუვაში. შესაბამისად, ავიაკომპანია გეგმავს შიდა დამაკავშირებელი ფრენების დანიშვნას, რათა ტურისტებმა რიგის გავლით სამივე ქვეყნიდან შეძლონ ბათუმში გაფრენა.