წვიმა და თოვლი მთელი ქვეყნის მასშტაბით: რამდენ ხანს გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

მეტეოროლოგები ქვეყნის მასშტაბით ნალექს ვარაუდობენ
Sputnik
თბილისი, 7 მაისი – Sputnik. უამინდობა საქართველოში - კერძოდ წვიმები, ზოგიერთ რაიონში კი თოვლი - 8 მაისამდე შენარჩუნდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზის მიხედვით, შაბათს, 7 მაისს საქართველოს მასშტაბით წვიმაა მოსალოდნელი, გუდაურში - თოვლი.
ამინდის დეტალური პროგნოზი საქართველოს ქალაქებში ასეთია:
ზუგდიდი +13, წვიმა
მესტია +8, წვიმა
ფოთი +13, წვიმა
ბათუმი +13, წვიმა
ოზურგეთი +13, წვიმა
ქუთაისი +13, წვიმა
ამბროლაური +13, წვიმა
ახალციხე +11, წვიმა
ბორჯომი +9, წვიმა
ბაკურიანი +4, წვიმა
გორი +11, წვიმა
სტეფანწმინდა +6, წვიმა
გუდაური +1, თოვლი
თელავი +15, წვიმა
რუსთავი +15, წვიმა
თბილისი +13, წვიმა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.