სპეცოპერაცია თბილისში ორი პირის დაკავებით დასრულდა

ოპერაცია მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში ტარდებოდა და სირთულეს წარმოადგენდა ის, რომ ერთ-ერთი პირი შეიარაღებული იყო
Sputnik
თბილისი, 7 მაისი– Sputnik. პოლიციამ ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე 10 ნომერში რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შედეგად ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დააკავა ორი პირი - ძმები გიორგი და ბექა შენგელიები, იუწყება „მთავარი არხი“.
ოპერაცია მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში ტარდებოდა და სირთულეს წარმოადგენდა ის, რომ ერთ-ერთი პირი შეიარაღებული იყო.
რაც შეეხება დაკავების მიზეზებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალებს ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, მედია კი ორ ვერსიას ასახელებს.
ერთ-ერთი ვერსიით, შენგელია დააკავეს მიმდინარე წლის 15 აპრილს თბილისი-სენაკის გზაზე მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც Toyota-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა პოლიციელს, რომელმაც შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო.
მეორე ვერსიით, დაკავება შესაძლოა უკავშირდებოდეს ქალაქ ზუგდიდში მომხდარ თავდასხმას, სადაც ჩხუბის დროს ერთი ადამიანი დაშავდა.