მსოფლიო დღეს

საფრანგეთში ემანუელ მაკრონის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა

მაკრონმა სახელმწიფოს მეთაურის პოსტი ოფიციალურად დაიკავა
Sputnik
თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც მეორე ვადით ხუთი წლით აირჩიეს, სახელმწიფოს მეთაურის პოსტი 7 მაისს ოფიციალურად დაიკავა. წერს РИА Новости.
მაკრონის ინაუგურაციის ცერემონია ელისეის სასახლეში დილით დაიწყო. ტრანსლაციას BFMTV არხი ახორციელებს. საზეიმო ცერემონიაზე საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს ხელმძღვანელმა ლორან ფაბიუსმა კვლავ გამოაცხადა საპრეზიდენტო არჩევნების ადრე გამოცხადებული ოფიციალური შედეგები.
„გაცხადებთ რესპუბლიკის არჩეულ პრეზიდენტად“, - მიმართა ფაბიუსმა მაკრონს.
ამის შემდეგ მაკრონი საპატიო ლეგიონის ორდენის მაგისტრად გამოცხადდა, რითაც მისი პრეზიდენტობის მეორე ვადა დაიწყო.
24 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. პრეზიდენტობისთვის იბრძოდნენ მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი. საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს საბოლოო მონაცემებით, მაკრონმა ხმების 58,55% მიიღო, ლე პენმა – 41,45%.