ოზურგეთში ავარიის შედეგად ხუთი შვილის მამა დაიღუპა

მსუბუქი ავტომობილი გზაზე გაჩერებულ ტრაქტორს შეეჯახა
Sputnik
თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 შვილის მამა დაიღუპა. იუწყება ტელეკომპანია „გურია ტვ“.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა, რომელიც გზის სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა და გზაზე იყო გაჩერებული.
მამაკაცი ოზურგეთის კლინიკაში მრავლობითი დაზიანებით გადაიყვანეს. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მამაკაცი ოზურგეთის მკვიდრია.
წყარო - ტელეკომპანია „გურია ტვ“