მდინარე არაგვში ჯომარდობისას ტურისტი დაიღუპა

არსებული ინფორმაციით, ნავში ოთხი ინდოელი ტურისტი იმყოფებოდა.
Sputnik
თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საქართველოში მდინარე არაგვზე ჯომარდობისას 23 წლის ტურისტი დაიღუპა, იუწყება ქართული მედია.
არსებული ინფორმაციით, ნავში ოთხი ინდოელი ტურისტი იმყოფებოდა.
გარდაცვლილის მეგობრების თქმით, ქალი ფოტოს გადაღების მცდელობისას ნავიდან გადმოვარდა. შვიდი წლის ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.