თბილისი, 7 მაისი – Sputnik. დასავლეთ საქართველოში, მარტვილისა და ოკაცეს ბუნებრივი ძეგლების დაცულ ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა კამერამ ტყის კატა დააფიქსირა.
ტყის კატა
© Courtesy of Agency of Protected Areas (Georgia)
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს ყავისფერი კატა შავი ზოლებით, რომელიც ტყეში დასეირნობს.
„დიახ, ნამადვილად ტყის კატაა“, - ირწმუნებიან სააგენტოში, მაგრამ ბევრი მომხმარებელი ეჭვობს, რომ ეს ჩვეულებრივი კატაა, რომელიც დაიკარგა და ტყეში აღმოჩნდა.
ბუნებაში ასეთი კატები პატარა მღრღნელებსა და ფრინველებზე ნადირობენ.
ზრდასრული მტაცებლის წონა რვა კილოგრამს აღწევს.