თბილისი, 7 მაისი– Sputnik. ხაშურის მუნიციპალიტეტში პესტიციდებით ოჯახის ორი წევრი და მათი მეზობელი მოიწამლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა სოფელ ოსიაურში დღეს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა შემთხვევით სადილში მარილის ნაცვლად ჩაყარა თეთრი ფერის ნივთიერება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პესტიციდი, რაც ინტოქსიკაციის მიზეზი გახდა.
ოჯახის ორი წევრი და მათთან სტუმრად მყოფი მეზობელი ხაშურში, „ევექსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ სამივე პაციენტი ხაშურიდან თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“