მსოფლიო დღეს

ჰავანაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ტრაგედიის მთავარ მიზეზად უბედური შემთხვევა განიხილება
Sputnik
თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ჰავანაში, სასტუმრო Saratoga-ში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა - დაღუპულთა შორის არის ბავშვი, იტყობინება კუბის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ხელისუფლების მიერ გავრცელებული მონაცემებით, პარასკევს საღამოს მდგომარეობით, ჰოსპიტალიზებულია 64 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი.
კუბის ტურიზმის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის უცხოელები არ არიან. შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
სასტუმრო Saratoga-ში გაზის აფეთქება 6 მაისს მოხდა. აფეთქების ტალღამ შენობის ფასადი მეხუთე სართულამდე გაანადგურა. დაზიანდა მიმდებარე შენობები. ტრაგედიის მთავარ მიზეზად უბედური შემთხვევა სახელდება.
სასტუმროს კონტრაქტორებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გაზის აღჭურვილობის მუშაობაზე, საჭირო ნებართვები და ლიცენზიები ჰქონდათ. სასტუმრო Saratoga, რომელიც ჰავანის კაპიტოლიუმის მოპირდაპირედ მდებარეობს, სარემონტო სამუშაოების გამო არ იყო შესახლებული. სასტუმროს გახსნა 10 მაისს იგეგმებოდა.