ყვითელი ამბები

როგორ ინარჩუნებს ნანუკა ჟორჟოლიანი წონას და რას მიირთმევს დღის განმავლობაში

ნანუკა ჟორჟოლიანმა გაამხილა როგორ ინარჩუნებს წონას.
Sputnik
ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეეჩვია ვარჯიშსა და სწორი კვების წესს. როგორც ნანუკა ამბობს, ორწლიანი შესვენების შემდეგ მიხვდა, რომ აუცილებლად სპორტით უნდა დაკავებულიყო, თუმცა „ცოტა ეზარებოდა“ სპორტდარბაზში სიარული.

„ვიფიქრე, ვცდი და თუ არ გამომივა, არ გამომივა-მეთქი. ჩოგბურთს ყველას ვერ ვურჩევ, რადგან ძვირიანი სპორტის სახეობაა. ცურვაზეც დავდივარ, ის არ მანიჭებს ისეთ სიამოვნებას, როგორც ჩოგბურთი, მაგრამ სამაგიეროდ მივხვდი, რომ სხეულისთვისა და ფორმებისთვის კარგია. დავდივარ აკვა-აერობიკაზე და ეს საოცრებაა მათთვის, ვისაც ხერხემალი აწუხებს ვარჯიშის დროს ან თიაქარი აქვს ხერხემალზე“, – ამბობს ნანუკა.

მისი თქმით, სახლშიც ვარჯიშობს ყოველ დილით 30 წუთით. ხოლო რაც შეეხება კვებას, დილით ჭამს უგლუტეინო პურს და ყველს, სვამს უშაქრო ყავას.

„ცოტა ხანში აუცილებლად ვჭამ ერთ ცალ ბანანს. დილით ისევ ყავას ვსვამ. შემდეგ ორსაათიანი ინტერვალით ვაშლს, შემდეგ მჭადსა და ყველს და კიტრისა და პომიდვრის სალათს, ან ხორცსა და ბოსტნეულს. არ არის აუცილებელი, ხორცი მოხარშული იყოს. შემდეგ ვჭამ სუპებს. გამოდის, რომ დღეში 4-5-ჯერ მივირთმევ. შუალედებში სულ წყალს ვსვამ. ღამით ჩემს თავს ვასაჩუქრებ ვაშლით. გააქრეთ რაციონიდან ყველანაირი ტკბილი, განსაკუთრებით, შაქარი ყავაში. აუცილებლად ვურჩევდი მაკარონისა და ბურღულეულის ამოღებას“, – ამბობს ნანუკა.