ყვითელი ამბები

კეიტ მიდლტონი „ედელინ ლის“ ბაფთებით გაფორმებულ ულამაზეს კაბაში გამოჩნდა

Sputnik
პრინც უილიამის მეუღლე კეიტ მიდლტონი ვიზიტით ლონდონის მუზეუმში იმყოფებოდა, სადაც მან მუზეუმის დამწყები დიზაინერები დააჯილდოვა.
დაჯილდოებამდე კი კემბრიჯის ჰერცოგინია მუზეუმის ხელმძღვანელს შეხვდა. ამ გამოსვლისთვის კეიტმა არჩევანი მუქი მწვანე ფერის ულამაზეს კაბაზე გააკეთა.
ეს გახლავთ „ედელინ ლის“ კაბა ტრაპეცია ქვედაბოლოთი და ბაფთებით მკლავებზე. კაბის ღირებულება 900 დოლარია.