ემბერ ჰერდი სასამართლო პროცესზე კვლავ ატირდა. მან გაიხსენა ის დღე, როდესაც ჯონი დეპმა მასზე პირველად იძალადა. მისი თქმით, ეს მოხდა მაშინ, როდესაც ემბერმა მეუღლეს ტატუს – Wino Forever შესახებ ჰკითხა.
„ეს არასდროს დამავიწყდება, ამ მომენტმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. მე ვიჯექი წყნარად და ვსაუბრობდი, ჯონი კი სვამდა, ვფიქრობ, ის იმ მომენტში კოკაინის ზემოქმედების ქვეშ იყო. მე მის ტატუზე ვკითხე, რომელიც ვერ დავინახე კარგად. მან მითხრა, რომ მას მკლავზე უაინონა ეწერა. მე ამაზე გამეცინა, ამის შემდეგ მან მე სახეში გამარტყა“, – ჰყვება ემბერი.
1990-იან წლებში ჯონი დეპი და უაინონა რაიდერი დანიშნულები იყვნენ.