ყვითელი ამბები

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი „მეტ გალაზე“ ერთად გამოჩნდნენ - ფოტო

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ წყვილი ერთად გამოჩნდა.
Sputnik
ბოლო რამდენიმე თვეა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი კვლავ ერთად არიან. მეტიც, მოდელი ყოფილი ქმრის სახლთან ჩემოდნებით გადაიღეს. თუმცა მას შემდეგ, პაპარაცების ინტენსიური თვალთვალის მიუხედავად, წყვილი ერთად აღარ გამოჩენილა.
და, აი, „მეტ გალაზე“ 34 წლის შეიკი ბრედლისთან ერთად გამოჩნდა. მოგვიანებით ერთობლივი ფოტო მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ბრედლის ირინას წელზე ხელი ნაზად ჰქონდა შემოხვეული. რაც შეეხება მოდელის ჩაცმულობას, მან უარი განაცხადა კაბაზე და ტყავის შავი კომბინეზონი მოირგო.