ატლანტის ოკეანეში ხომალდ Crew Dragon-ის კაფსულა დაჯდა - ფოტო

კოსმოსურ ხომალდ Crew Dragon-ის კაფსულა ეკიპაჟის ოთხი წევრით ატლანტის ოკეანეში დაეშვა.
Sputnik
კაფსულა წყლის ზედაპირზე ფლორიდის სანაპიროს რაიონში დაჯდა.
მასში იმყოფებოდა NASA-ს სამი ასტრონავტი – ტომ მარშბერნი, რაჯა ჩარი და კაილა ბერონი, ასევე ერთი გერმანელი ასტრონავტი მატიას მაურერი. ისინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გასული წლის ნოემბრიდან იმყოფებოდნენ.
1 / 8

კაფსულა ფლორიდის სანაპიროს მახლობლად დაეშვა

2 / 8

საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე ოთხი ასტრონავტი დაბრუნდა

3 / 8

კოსმონავტები სადგურზე გასული წლის ნოემბრიდან იმყოფებოდნენ

4 / 8

ხომალდმა სადგური ხუთშაბათს დატოვა

5 / 8

მის დაბრუნებას დაახლოებით ერთი დღე-ღამე დასჭირდა

6 / 8

წყალზე დაჯდომის შემდეგ კომპანია SpaceX-ის სპეციალისტებმა ასტრონავტები სანაპიროზე გამოიყვანეს

7 / 8

კოსმოსურ სადგურზე ამ დროისთვის იმყოფებიან ამერიკელი ბობ ჰაინსი, ჩელ ლინგრენი და ჯესიკა უოტკინსი, იტალიელი სამანტა კრისტოფრეტი და რუსი კოსმონავტები - ოლეგ არტემიევი, დენის მატვეევი და სერგეი კორსაკოვი

8 / 8

დაშვების წინ ამერიკელმა ასტრონავტმა ტომას მარშბერნმა ხომალდის კაპიტნობა რუს კოლეგა ოლეგ არტემიევს გადასცა