მსოფლიო დღეს

თეთრი სახლი პატრიარქ კირილის სანქციების სიაში შეყვანას არ გამორიცხავს

Sputnik
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. აშშ-ის შავ სიაში მოხვედრისგან დაზღვეული არავინაა, განაცხადა ოთხშაბათის ბრიფინგზე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ.
ასე უპასუხა მან ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა ვაშინგტონი სანქციების დაწესებას რუსეთის პატრიარქ კირილისთვის.

„გეტყვით, რომ ჩვენი სანქციებისგან დაზღვეული არავინ არ არის. ჩვენ ვსწავლობთ ვარიანტებს, მაგრამ დღეს არაფერი მაქვს დასაანონსებელი“, — თქვა მან.

მანამდე სააგენტო France-Presse-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი, ანტირუსული სანქციების მეექვსე პაკეტის ფარგლებში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის წინააღმდეგ რესტრიქციების შემოღების საკითხს განიხილავს. გარდა ამისა, მეექვსე პაკეტი ასევე მოიაზრებს „შავ სიაში“ რუსეთის კიდევ 58 მოქალაქის შეყვანას, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივან დმიტრი პესკოვის მეუღლისა და ორი შვილისა.